კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკელი სპორტული ჟურნალისტი გრანტ უოლი გარდაიცვალა. ამის შესახებ Associated Press იტყობინება.
უოლი არგენტინისა და ნიდერლანდების მატჩზე მუშაობდა, რა დროსაც ის ცუდად გახდა და გონება დაკარგა. ექიმების განცხადებით, 49 წლის ჟურნალისტის გარდაცვალება გულის გაჩერებამ გამოიწვია.
ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტი აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციამაც დაადასტურა. კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ვალის კარიერაში რიგით მერვე იყო. რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ კატარში სამედიცინო კლინიკაში იმყოფებოდა.