logo_geo
eng_logo
მუხიანის აგარაკებზე, გამარჯვების ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება
- +

10 დეკემბერი. 2022. 11:36

 

 

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

 

ამჯერად, მუხიანის აგარაკებზე, გამარჯვების ქუჩაზე, დაახლოებით, 1 822 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი, 871 გრძივ მეტრზე კი, სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი, დაახლოებით, 10 972 კვ.მ ფართობზე იგება.

 

აღნიშნულ მისამართზე წყალარინების ქსელის მოწყობისთვის 545 994 ლარი დაიხარჯა, სანიაღვრე ქსელისა და გზის საფარის მოწყობისთვის კი, დაახლოებით, 1 694 512 ლარი დაიხარჯება. გამარჯვების ქუჩაზე აქამდე წყალარინების ქსელი და გზის საფარი არ არსებობდა.

 

ქალაქ თბილისის მერიისა და გლდანის გამგეობის მიერ მუხიანის აგარაკებზე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, მიმდინარე წელს გამგეობამ იაკობისა და  გრემის ქუჩები, საზანოსა და ჟვანიას დამაკავშირებელი მონაკვეთი მოაწესრიგა.

 

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი ადგილზე გაეცნო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner