კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერში შემდეგი შინაარსის ტექსტს აქვეყნებს:
„ბოროტს სულს რომ მიჰყიდი -
ტვ საროსკიპოში მოხვდები.
იქ პატრონები -
რქებს და ჩლიქებს მოგარგებენ.
როენა მამიდა ცოცხს შეგირჩევს.
ნოდარიკო დეიდა კუდს.
„ლიბერალური სამყარო" მამონით უზრუნ-გველ-გყოფს.
„შაბაშის ფორმულა"
წესად გექცევა. დღესასწაულს იგლოვებ.
უბედურებას
იზეიმებ..."