logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველგვარ ზღვარს სცდება!
- +

27 აგვისტო. 2016. 13:33


 

 „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე გიორგი პაპუაშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომის, რომელზეც „რუსთავი-2"-სა და „კაბელების საქმე" უნდა განხილულიყო, თვითნებურად გადადებას ეხმაურება. მდინარაძის თქმით, პაპუაშვილი ფიქრობს, რომ არ გამოვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მას და „ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს, ამიტომაც გადადო სხდომა.


ვრცელდება ინფორმაცია, რომ  რამდენიმე დღის წინ გიორგი პაპუაშვილმა თვითნებურად გადადო სხდომა, რომელზეც უნდა განხილულიყო „რუსთავი2"-ისა და  კაბელების საქმის" სარჩელების გამოცვლის ფაქტი,  რაზეც თქვენ უკვე იცით და რამდენიმე დღის განმავლობაში ამაზე მიმდინარეობდა ინტენსიური საუბარი. ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. იგი საკონსტიტუციო სასამართლოს ექცევა, როგორც თავის კერძო შპს-ს თუ კანტორას, მაგრამ განმარტების გარეშე სასამართლოს თავმჯდომარის მიერ სხდომის გადადების ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მას აღარ აქვს სხვა გამოსავალი, როგორც ჩანს, ის ვარაუდობს, რომ არ გამოვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მას და „ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს. შესაბამისად, ჩნდება ორი ვერსია, ერთი - გადის ამ პარტიის ხელმძღვანელებთან კონსულტაციებს, მეორე, ის ცდილობს, რომ ან ზეგავლენა მოახდინოს, ან გადაარწმუნოს მოსამართლეები, რომ მათ მიიღონ სხვაგვარი, არაობიექტური გადაწყვეტილება. მე მოვუწოდებ თითოეულ მათგანს და საკონსტიტუციო სასამართლოს რიგით თანამშრომლებს, იმოქმედონ კანონის, მორალის შესაბამისად, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტის დაკნინება მსგავსი ქმედებებით არ შეიძლება", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner