logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: სად არის გარანტია, რომ უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ევროპარლამენტარებიც, გარკვეული ანაზღაურების საფასურად, ცოტა-ცოტას არ სცოდავდნენ
- +

10 დეკემბერი. 2022. 13:11

 

 

სად არის გარანტია, რომ უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ევროპარლამენტარებიც, გარკვეული ანაზღაურების საფასურად, ცოტა-ცოტას არ სცოდავდნენ და შესაბამისად, ჩვენს მიმართ უფრო დიდ ცოდვას არ სჩადიოდნენ თავიანთი მიკერძოებული რეზოლუციებით? - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის დაკავება, თანაც კორუფციის ბრალდებით, უმნიშვნელო ამბავი არ არის.

 

„ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის დაკავება, თანაც კორუფციის ბრალდებით, უმნიშვნელო ამბავი არ არის. კორუფცია („ეშმაკის მიერ ადამიანთა შეცდენის ერთ-ერთი ფორმა“), შეიძლება ყველგან იყოს, მაგრამ თუ ეს ამბავი თვით ევროპარლამენტის მაღალჩინოსნებში ხდება, მე მაშინ ტრადიციული ევროპული „ შეშფოთება-აღშფოთების“ ნაცვლად შემდეგი კითხვა და ეჭვი მიჩნდება. მაგალითად, სად არის გარანტია, რომ უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ევროპარლამენტარებიც, გარკვეული ანაზღაურების საფასურად, ცოტა-ცოტას არ სცოდავდნენ და შესაბამისად ჩვენს მიმართ უფრო დიდ ცოდვას არ სჩადიოდნენ თავიანთი მიკერძოებული რეზოლუციებით? დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების პირობებში, ცხადია ყოველგვარი უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის გარეშე ვარაუდს და ეჭვს გამოვთქვამ, ხომ მაქვს უფლება?!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

ბელგიაში დააკავეს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი და კიდევ ოთხი პოლიტიკოსი, რომლებსაც კორუფციაში ადანაშაულებენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, საუბარია სპარსეთის ყურის ერთ-აერთი ქვეყნის მცდელობებზე, ქრთამის სანაცვლოდ ევროპარლამენტში გავლენა მოეპოვებინა და საკუთარი ინტერესები გაეტარებინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner