logo_geo
eng_logo
საქართველოს ხუთ რეგიონში IT ტრენინგები გაიმართება
- +

10 დეკემბერი. 2022. 14:12

 

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ორგანიზაცია StrategEast - ის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები, რომლებიც მოიცავს IT HUB -ის პროგრამის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, საქართველოს ხუთ რეგიონში IT ტრენინგების პროექტის განხორციელებას. ტრენინგებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, StrategEast - ი ჩაატარებს. აღინიშნა, რომ პროგრამა ამ ეტაპზე საქართველოს 5 რეგიონში განხორციელდება და საერთო ჯამში 200-მდე ახალგაზრდა გადამზადდება, რომლებიც მიიღებენ განათლებას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს IT მიმართულებით, შემდგომ კი დასაქმდებიან სხვადასხვა კომპანიაში. პროგრამა ჩატარდება საქართველოსა და აზერბაიჯანში.

 

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და StrategEast-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner