logo_geo
eng_logo
„თუ დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა სარჩელების შეცვლას, ეს გამოძიების დაწყების საფუძველი გახდება“
- +

27 აგვისტო. 2016. 13:34



„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შეცვლის ფაქტი დადასტურდა, ამით შესაძლოა, გამოძიება დაინტერესდეს.

აღნიშნული განცხადება მამუკა მდინარაძემ „ღამის კონტაქტის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.



როგორც იურისტი, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ თუ სარჩელების შეცვლის ფაქტი დადასტურდა, ეს გამოძიების დაწყების საფუძველიც გახდება, რადგან სავარაუდო დანაშაულის ნიშნები იკვეთება. სწორედ ამ სავარაუდო დანაშაულის პრევენციის მიზნით ჩაშალა პაპუაშვილმა სხდომა.

 

თუ დაიდება პლენუმის გადაწყვეტილება, რომ ადგილი ჰქონდა სარჩელების შეცვლას, პაპუაშვილმა კარგად იცის, რომ შესაძლებელია, ამით გამოძიება დაინტერესდეს",- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.



პოლიტსაბჭოს წევრი, 23 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საორგანიზაციო სხდომის ჩაშლას, სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს აბრალებს, მიზეზად კი იმ ფაქტს ასახელებს, რომ პლენუმის სხდომაზე შესაძლოა დადასტურებულიყო სარჩელების შეცვლის ფაქტი, რაც პაპუაშვილის ინტერესში არ შედიოდა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner