logo_geo
eng_logo
ილია ღუდუშაურმა ქუთაისში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის რაიონული სამსახურის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
- +

10 დეკემბერი. 2022. 15:44

 

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, ქუთაისის რაიონული სამსახურის შენობის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისის რაიონულ სამსახურს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებით დაპროექტებული ცენტრი ექნება, სადაც პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობა იქნება შექმნილი.

 

ქუთაისის რაიონული სამსახურის შენობის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი ახორციელებს.

 

პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებასა და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას ისახავს მიზნად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner