logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: 1991-92 წლის სამხედრო გადატრიალების და პუტჩის ყველა ლიდერს უნდა ჩამოგერთვათ საქართველოს მოქალაქეობა და პასუხი უნდა აგოთ ქართველი ერის წინაშე, როგორც მოღალატეებმა!
- +

10 დეკემბერი. 2022. 18:57

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

ზვიად გამსახურდიას დამხობის და მკვლელობის თანამონაწილე, სააკაშვილის მონა-მორჩილი კობა ხაბაზი აცხადებს, რომ მას ხელისუფლება მოქალაქეობას ართმევს და ურცხვად იტყუება,მერაბ კოსტავას შვილობილია - ეროვნული მოძრაობის ყოფილი ლიდერია და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ შეიძლება‼

 

მე, როგორც 1987 წლიდან ეროვნული მოძრაობის წევრს, თურმე, აქამდე გულუბრყვილოდ” მჯეროდა, რომ ზვიადის და მერაბის დროშის ქვეშ ვიბრძოდი. და აგერ გაირკვა, რომ კობაია ხაბაზი ყოფილა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ბელადი. ალბათ, მალე იმასაც დაიბრალებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ზვიად გამსახურდიამ კი არა, კობაია ხაბაზმა გამოაცხადა!

 

სასაცილოა არა, სატირალი რომ არ იყოს!

 

ახლა სერიოზულად მოგითხრობთ, სინამდვილეში ვინაა ეს პოლიტიკური ცახესი!

 

კობა მატყუარა, რატომ ცრუობ!?

 

გგონია, აღარავის ახსოვს, თუ ვინ იყავი?!

 

მე მახსოვს, მე - ჩვენ ხომ ჯერ კიდევ 1988 წლის შიმშილობიდან ვიცნობთ ერთმანეთს

 

არანაირი მერაბის შვილობილი შენ არ ყოფილხარ, შენ ყოველთვის იყავი ირაკლი წერეთლის ყმა -შნირი” - ხელისბიჭი - მძღოლი - მზარეული თუ რაც გინდა, ის დაარქვი!

 

არანაირი ეროვნული მოძრაობა შენ არ ყოფილხარ, შენ ჯაბასთან, კიტოვანთან და სხვა ნაძირლებთან ერთად ინაური-გუმბარიძის კანტორაში გამოზრდილი პუტჩისტი ხარ, ეროვნული ღალატის მონაწილე და ჩვეულებრივი სუკ-ის აგენტი!

 

ისევე, როგორც უამრავი სხვა ვიგინდარა, რუსეთის КГБ-მ  შემოგაგზავნათ ეროვნულ მოძრაობაში, დაგაწყებინათ შეიარაღებული პუტჩი და მოგაკვლევინათ საქართველოს თავისუფლების მომპოვებელი გმირი - ეს ხომ უკვე ნათელი აქსიომაა!

ამიტომ ესროდით შენ და შენნაირი მოღალატეები ტყვიას საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, ამიტომ დასდევდით მას რუს გენერალ ბალტინთან ერთად სამეგრელოს ტყეში მოსაკლავად!

 

როგორ შეიძლება, კაცი ეროვნული მოძრაობის ლიდერს და ეროვნულ გმირს ტყვიას ესროდე, დევნიდე, მის დამხობაში მონაწილეობდე და ეროვნული მოძრაობის წევრად ასაღებდე თავს?!

 

ეს ხომ იგივეა, ფილიპე მახარაძეს და გიგლა ბერბიჭაშვილს ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლობა დაებრალებინა?!

 

დიახ, სწორია და მართებული - 1991-92 წლის სამხედრო გადატრიალების და პუტჩის ყველა ლიდერს უნდა ჩამოგერთვათ საქართველოს მოქალაქეობა და პასუხი უნდა აგოთ ქართველი ერის წინაშე, როგორც მოღალატეებმა!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner