logo_geo
eng_logo
შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები HR HUB-ის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფესტივალში მონაწილეობენ
- +

10 დეკემბერი. 2022. 20:05

 

შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები HR HUB-ის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფესტივალში მონაწილეობენ. შრომის ინსპექტორები კონსულტაცია უწევენ როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ასევე დასაქმებულებს, შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შემუშავებული ვაკანსიის ტექსტის გამოცხადების სახელმძღვანელო პრინციპების ფესტივალის მონაწილეებს დისკრიმინაციისა და ტრეფიკინგთან ბრძოლის სამმართველოს უფროსმა ომარ მარგველაშვილმა გააცნო.

დასაქმების ფესტივალზე, შრომის ინსპექტორებმა ათეულობით პირს გააცნეს ის სიახლეები და რეგულაციები, რაც შრომითი ურთიერთობების კუთხით, საქართველოში არსებობს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner