„უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლების დროს რუსებმა თავი გამოიჩინეს უმეცარ და უკულტურო ბარბაროსებად, რომლებმაც მხოლოდ პროპაგანდის დაწესება და მასში ცხოვრება იციან“, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
„ყალბი ქვეყანა. უპრინციპო ქვეყანა. ტერორისტული სახელმწიფო. უკრაინის წინააღმდეგ ომში მათ თავიანთი ჯარის დეკლასიფიკაცია მიიღეს. მთელი მსოფლიო გაჰკიოდა, რომ ის იყო „მეორე“ არმია, სინამდვილეში კი მაროდიორების და კრიმინალების არმიაა.
ისინი თავს დიდი პოეტების და მწერლების ქვეყნად მიიჩნევდნენ, სინამდვილეში კი უვიცები და უკულტურო ბარბაროსები აღმოჩნდნენ. და ღირებულებების ნაცვლად, მხოლოდ პროპაგანდა და მასში ცხოვრება შეუძლიათ“, - წერს სტეფანჩუკი.