logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე: ერთადერთი ამოცანაა - ჩირქი მოსცხონ ბიძინა ივანიშვილს და მეორე მხრივ, დაფინანსება მოიპოვონ თავიანთი დონორებისგან
- +

11 დეკემბერი. 2022. 13:33

 

 

„კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მედიასაშუალებებთან, არანაირი ძალა არ აქვს,  ერთადერთი ამოცანაა,  ერთი მხრივ ჩირქი მოსცხონ ბიძინა ივანიშვილს და მეორე მხრივ, თავიანთ დონორებს დაუმტკიცონ, რომ სამუშაოს კარგად ასრულებენ, რომ შესაბამისი დაფინანსება მიიღონ“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც აბასთუმანში მიმდინარე მშენებლობებს ეხება.

 

გიორგი ამილახვარის თქმით, ამ კვლევითაც კი მათი მოწონების რეიტინგი 1 %-ს არ აღემატება და საზოგადებას მათი დასკვნები საერთოდ არ აინტერესებს.

 

„ყველაზე დიდი ქველმოქმედი პრაქტიკულად  საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მილიარდზე მეტი დახარჯა ქვეყნის განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროებში და  ალბათ არათუ ეს გადაცემა, საათები არ გვეყოფა ის სია რომ ჩამოვთვალოთ, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს გაკეთებული, ამ ადამიანმა სრულიად საქველმოქმედო მიზნებიდან გამომდინარე ხელი მოკიდა ასევე ისტორიულ პროექტს, რომ ერთერთი მნიშვნელოვანი ისტორიული კურორტი აბასთუმანი  აღადგინოს, მისცეს მას დამატებითი ტურისტული თუ სხვა მიზიდულობის ძალა, გააჯანსაღოს ეკონომიკა და ამისთვის სრულიად უსასყიდლოდ, არაკომერციულად სრულიად წამგებიანი პროექტები, მრავალასმილიონიანი წამოიწყო. თან ამას  აკეთებს ღიად, გამჭვირვალედ, ნებისმიერ ადამიანს კერძო სექტორში შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს და ფული ჩადოს აბასთუმნის განვითარებში. მისი მიდგომა სხვათა შორის სულ ასეთი იყო, არა მხოლოდ აბასთუმანთან დაკავშირებით,  ბევრი ასეთი პროექტის დასახელება შეგვიძლია. შემდგომ თავად საჯარო განცხადებები გაუკეთებია, რომ მისთვის ეს საერთოდ არ არის კომერციულად მომგებიანი პროექტები და თვითღირებულებაშიც კი მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს გადასცეს. ასეთ ადამიანს, რომელიც სიკეთეს აკეთებს, ოპოზიციურ პარტიასთან პირდაპირ დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდათ ამ პროცესს ჩირქი მოცხონ. მთავარი ამოცანა იცით რაში მდგომარეობს?  ის კი არა, რომ ვინმეს სჯერა მათი კვლევის შედეგების, როგორც თვითონ აცხადებენ, მთავარი ის არის, რომ თავიანთ დონორებს დაუმტკიცონ, რომ ისინი სამუშაოს კარგად ასრულებენ, რომ შესაბამისი დაფინანსება მიიღონ,  სხვა შემთხვევაში საზოგადოებაში, მათ ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მედიასაშუალებებთან და პრაქტიკულად ერთ ქვაბში იხარშებიან ყველა, არანაირი ძალა არ აქვს და არის ერთადერთი ამოცანა, რომ  ერთი მხრივ ჩირქი მოსცხონ ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილს და მეორე მხრივ, დაფინანსება მოიპოვონ მისი დონორებისგან“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner