logo_geo
eng_logo
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- +

11 დეკემბერი. 2022. 16:25

 

 

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება.

 

„უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით, ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება.

 

ამასთანავე არ იგეგმება ეკლესიათა მეთაურების, მათი წარმომადგენლების ან საერო პირთა მოწვევა“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner