logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტარმა ანჟელიკა ვინზიკმა ევა კაილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს შოკისმომგვრელი უწოდა
- +

11 დეკემბერი. 2022. 21:42

ევროპარლამენტის წევრი ანჟელიკა ვინზიკი თავისი ყოფილი კოლეგის, ევა კაილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით სასწრაფო რეაქცია და განმარტებებია საჭირო.

ბრალდებები შოკისმომგვრელი და ძალიან სერიოზულია. სასწრაფო რეაქცია, განმარტებებია საჭირო და შედეგიც შესაბამისად უნდა მოჰყვეს მომხდარს. კორუფციას არ უნდა ჰქონდეს ადგილი ევროკავშირში, და არც ევროპულ ინსტიტუტებში. არ უნდა დავასუსტოთ ხალხის ნდობა ევროპარლამენტის მიმართ“, - წერს ანჟელიკა ვინზიკი Twitter-ზე.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner