საქართველომ საბავშვო ევროვიზიის საიუბილეო, მეოცე კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა.
ქვეყანას კონკურსზე მარიამ ბიგვავა წარადგენდა, სიმღერით I Believe. ეროვნული ჟიურისგან მან 114 ქულა მიიღო, მაყურებლებისგან კი მხოლოდ 47 და ჯამში 161 ქულა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
პირველი ადგილი კი საფრანგეთმა დაიკავა, რომელსაც ლისანდრო წარადგენდა, სიმღერით Oh Maman. მან 203 ქულა მიიღო.