logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ადეიშვილის და ჩემი ერთადერთი კვეთა არის ის, რომ მან ჩემს საბრალდებო დასკვნაზე, ჩემს უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაზე თავის დროზე ხელი მოაწერა
- +

12 დეკემბერი. 2022. 00:34

ერთ-ერთი სათაური იყო [ჩემზე], ადეიშვილის მარჯვენა ხელი იყოო. დღემდე იძახიან. ცხოვრების განმავლობაში საერთოდ არ მყავს ნანახი, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ იუსტიციის ყოფილ მინისტრს არასოდეს შეხვედრია.

მეტიც, მისი და ჩემი ერთადერთი კვეთა არის ის, რომ მან ჩემს საბრალდებო დასკვნაზე, ჩემს უკანონო პატიმრობაზე, პოლიტიკურ პატიმრობაზე თავის დროზე ხელი მოაწერა. არც მაშინ მყავდა ნანახი. სხვათა შორის, იქ ეწერა, რომ მე, როგორც გამომძიებელმა (25 წლის ბიჭმა მაშინ) „არ გავითვალისწინე ქვეყანაში არსებული ვითარება“. პოლიტიკურ ვითარებაზე იყო ლაპარაკი. პოლიტმატიმრობის ასეთი მტკიცებულება მეორე ვინმეს თუ გაუგია, მითხრას. ამ საბრალდებო დასკვნას მოაწერა ადეიშვილმა ხელი და დღემდე არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „ეს ადეიშვილის მარჯვენა ხელი“, „ეს ადეიშვილის ხელის ბიჭი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner