logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ფაქტია, რომ თანამედროვე პოლიტიკის მთავარი გამოწვევაა დეზინფორმაციასთან ბრძოლა
- +

12 დეკემბერი. 2022. 00:35

ფაქტია, რომ თანამედროვე პოლიტიკის - არა მხოლოდ ქართულის - მთავარი გამოწვევაა დეზინფორმაციასთან ბრძოლა. იმიტომ კი არა, რომ შენ, შენს გუნდს, ან შენს ქვეყანას დაგაბრალეს რაღაც, უბრალოდ საქმე ფუჭდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

„გადავდოთ ის, რომ გეწყინა, ანერვიულდი. ერთი წამით ეს რომ გადავდოთ, საბრძოლველია ის, რომ ამ დეზინფორმაციამ რაღაც უფრო დიდი არ დააზიანოს და გავლენა არ ჰქონდეს პროცესებზე და ყველაფერი ისე არ შეტრიალდეს, როგორც არ უნდა შეტრიალდეს. მაგრამ, ამ დროს შენც ადამიანი ხარ და, რა თქმა უნდა, ყველა განიცდის. მერე ეს ნერვები გიხისტდება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner