logo_geo
eng_logo
„გიორგი პაპუაშვილი „ნაციონალებთან“ ერთად მოსამართლეებზე თავდასხმებს დაიწყებს“
- +

27 აგვისტო. 2016. 13:47



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მისთვის არასასურველ მოსამართლეებზე თავდასხმები განახორციელოს, - ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ „პირველ პრესკლუბში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.



მისივე ინფორმაციით, მოსამართლეებზე თავდასხმის მონაწილე ყველა ის მედიასაშუალება იქნება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრობს"



ასეთი რეალობის წინაშე ვდგებით - არის ვარაუდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი პოლიტიკური მოკავშირეები (საუბარია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე") მათთვის არასასურველ მოსამართლეებზე თავდასხმებს დაიწყებენ. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში, საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ნაწილზე, რომელიც გიორგი პაპუაშვილის პოლიტიკურ ნებას არ ემორჩილება, იქნება თავდასხმები, მათ შორის, მათი პიროვნული დისკრედიაციისა და შავი პიარის აგორების მიზნით.

 

ჩვენი ინფორმაციით, ამის მონაწილე იქნება ყველა ის მედიასაშუალება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრობს. ჩვენ ახლავე გვინდა, ამაზე პოზიცია დავაფიქსიროთ. მე ასეთ თავდასხმებს ველოდები.

 

ერთი თვე დარჩა პაპუაშვილსა და მის თანამოაზრე მოსამართლეებს. ამ ხნის მანძილზე, მათ პოლიტიკური დაკვეთები არ უნდა შეასრულონ.

 

მტკიცებულების დონეზე არაფრის შემოთავაზება არ შემიძლია, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუ რა ფორმით მოხდება მოსამართლეების დისკრედიტაცია. თუმცა, რა მცდელობაც არ უნდა იყოს მათი დისკრედიტაციის, მოსამართლეები უნდა მოიქცნენ მართლმსაჯულების ფარგლებში და კანონით დაკისრებული ვალდებულება შეასრულონ",- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.



მისივე თქმით, თუ დამტკიცდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შეცვლის ფაქტი დაფიქსირდა, გამოძიება, ბუნებრივია, უნდა დაინტერესდეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner