logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: საქართველო საჯილდაო ქვად იქცა. ყველას ესმის, რომ გამოჩნდა ქვეყანა, რომელმაც გაბედა და საკუთარი ინტერესები ჰეგემონის ინტერესებზე წინ დააყენა
- +

12 დეკემბერი. 2022. 00:37

იმ შოკში, რომელშიც ახლა მსოფლიო პოლიტიკა იმყოფება, სააკაშვილისთვის არავის სცხელა, მაგრამ საქართველო საჯილდაო ქვად იქცა. ყველას ესმის, რომ გამოჩნდა ქვეყანა, რომელმაც გაბედა და საკუთარი ინტერესები ჰეგემონის ინტერესებზე წინ დააყენა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

შიგნით რომ მათ სათამაშო აღარაფერი აქვთ და გასაგებია ყველასთვის, პირველ რიგში კი, მათი პატრონებისთვის - ფაქტობრივად არ დარჩა არცერთ ქვეყანაში გამოცემა, რომ ერთი და იგივე წერილი არ დაიბეჭდოს. აღარავინ კითხულობს ამ წერილებს, მთავარია სათაური - სააკაშვილი კვდება, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტი მოწამლეს. ეს არის ხმაურიანი და ყველა აქცევს ყურადღებას. იმ შოკში, რომელშიც ახლა მსოფლიო პოლიტიკა იმყოფება, სააკაშვილისთვის არავის სცხელა, მაგრამ საქართველო საჯილდაო ქვად იქცა. ყველას ესმის, რომ გამოჩნდა ქვეყანა, რომელმაც გაბედა და საკუთარი ინტერესები ჰეგემონის ინტერესებზე წინ დააყენა. ჰეგემონი ვინ არის, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია. დაიმსხვრა მითი დემოკრატიის შესახებ, რომელიც იყო ძირითადი საკვები იმისთვის, რომ თავიანთი ინტერესები გაეტარებინათ, ამიტომ დღეს საჭიროა, გადატეხო ეს ქვეყანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვებსაც მოუნდებათ. ყველა ხედავს, როგორი პრობლემატურია ურთიერთობა უნგრეთთან. ევროკავშირმა საკუთარი წესიც კი დაარღვიეს, მაშინ როდესაც ერთობლივი გადაწყვეტილებაა საჭირო. ასე რომ, ყველაფერი ინგრევა ჩვენს თვალსა და ხელს შორის. ფსევდოლიბერალური ხუხულა დაინგრა. დღეს როგორ დალაგდება, ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ გადატეხენ იმ ქვეყნების ინიციატივებს, რომ საერთაშორისო ურთიერთობები სამართლიანად უნდა დალაგდეს“, - განაცხადა ხაინდრავამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner