"რატომ არის ასე სასოწარკვეთილი სააკაშვილის ოჯახი, მისი ძმები, მამა? ყველა ხედავს, რაც მოხდა. ეს მუქარა, რომელიც გაისმა - რომ დაასახელებენ მოღალატეს, ამით მერაბიშვილს და ადეიშვილს ეუბნებიან, რომ დროზე მოდით აზრზე, თორემ ჩვენ ვიტყვით ყველაფერს, "- ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
„ვის აქვს ფინანსები? სააკაშვილის და მერაბიშვილის. მათ მოზიდეს ეს ფინანსები და ჩააბარეს ისრაელის მოქალაქე კეზერაშვილს. ისრაელი, როგორც არცერთი სხვა ქვეყანა მსოფლიოში, ისე იცავს თავის მოქალაქეებს და არ აძლევს სხვა ქვეყნებს უფლებას, რომ მათ წინაშე გამოყენებული იყოს სადამსჯელო ზომები. ეს განზრახ იყო გაკეთებული. ეს ფინანსები დაკარგა სააკაშვილმა, დღეს უკვე საკუთარ სიცოცხლესაც ვერ განაგებს. ვინ დარჩა გარეთ? მერაბიშვილი, ადეიშვილი და კეზერაშვილი, რომელმაც ჩაანაცვლა სააკაშვილი. სამი კაცი მართავდა ქვეყანას: მერაბიშვილი, ადეიშვილი და სააკაშვილი. მას შემდეგ რაც ოქრუაშვილი გარიყეს, ეს სამი კაცი განაგებდა ფულსაც, ძალაუფლებასაც და გადაწყვეტილებებსაც. კეზერაშვილს აქვს გასაღები, თუმცა მერაბიშვილს მასზე ბერკეტები აქვს. როგორც კი უკრაინიდან სააკაშვილი წამოვიდა, ეს იყო მისი ცხოვრების შეცდომა. როგორც კი ჩაჯდა ტრაილერში, იმ წუთში დამთავრდა სააკაშვილი. ვხედავთ კიდეც, როგორ ექცევიან და რა დღეში ჰყავთ. რატომ არის ასე სასოწარკვეთილი ოჯახი, მისი ძმები, მამა? ყველა ხედავს, რაც მოხდა. ეს მუქარა, რომელიც გაისმა - რომ დაასახელებენ მოღალატეს, ამით მერაბიშვილს და ადეიშვილს ეუბნებიან, რომ დროზე მოდით აზრზე, თორემ ჩვენ ვიტყვით ყველაფერს. მერაბიშვილს და ადეიშვილს ეს არ ადარდებს. მათზე იმდენი ითქვა, რომ ახალს ვერაფერს იტყვიან, უბრალოდ შეიძლება შიდა სამზარეულო გამოიფინოს, თორემ მერაბიშვილმა თავისი მოიხადა, ადეიშვილს, როგორც ჩანს, უკრაინიდან არავინ გამოუშვებს, ამიტომ ეს არ ადარდებთ“, - აცხადებს ხაინდრავა.