logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: მშვიდობასთან დაკავშირებით რაც დაიწყო, ეს არის წმინდა წყლის პათოლოგია, მშვიდობის წინააღმდეგ მიდის ბოროტი ძალა
- +

12 დეკემბერი. 2022. 01:27

მშვიდობის წინააღმდეგ მიდის ბოროტი ძალა. ახალი წელი ყველა ჩვენგანისთვის საქართველოში შობასთან არის გაიგივებული. დღესასწაულს რომ იგლოვებ და უბედურებას იზეიმებ, ესე იგი ბოროტს ემსახურები, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

მშვიდობასთან დაკავშირებით რაც დაიწყო, ეს არის წმინდა წყლის პათოლოგია. ეს არის ღმერთთან ბრძოლა. „მშვიდობა თქვენდა“, „მშვიდობა მოგცეს ღმერთმა“ ოჯახში გაგვიგია ყველას. მშვიდობის წინააღმდეგ მიდის ბოროტი ძალა. ახალი წელი ყველა ჩვენგანისთვის საქართველოში შობასთან არის გაიგივებული. დღესასწაულს რომ იგლოვებ და უბედურებას იზეიმებ, ესე იგი ბოროტს ემსახურები. როდის იყო, რომ ბოროტებას სიკეთეზე გაუმარჯვია საბოლოო ჯამში? ხარკოვი იბომბება და იქაც დადგეს საახალწლო ნაძვის ხე. სად, რომელ ქვეყანაში არის ასე? როგორი გადატრიალებულია მსოფლიოში ყველაფერი - აშშ-ის ელჩმა არ იცის, რომ ხოშტარია რუსეთის ინტერესებს ატარებს საქართველოში ყოველდღე, რუსული ფულით? მიუხედავად ამისა, იყენებს ამას, ოღონდ დღევანდელი ვითარება გადატეხონ და ისევ მონობაში ჩაიყენონ ჩვენი ქვეყანა, როგორც აქამდე ეგონათ, რომ ჰყავდათ“, - განაცხადა ხაინდრავამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner