„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური საზღვრისპირა სოფელ ახალუბნის მოსახლეობას შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებსა და პრიორიტეტბზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა უმუშვერობის პრობლემაზე და მეტი სამუშაო ადგილის შექნმაზეც იმსჯელეს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ადგილობრივ დონეზე, აუცილებელია მცირე საწარმოების შექმნა, რაც ერთი მხრივ მოსახლეობის დასაქმებას, მეორე მხრივ კი, მოყვანილი პროდუქციის გადამუშავებს შეუწყობს ხელს.
„მე ვიქნები ჩემი ხალხის კეთილდღეობის გარანტი. პირობას ვაძლევ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ჩემს თანამემამულეებს, რომ ჩემი მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, მექნება მუდმივი კომუნიკაცია მათთან და ერთად გავხდებით ყველა იმ კანონპროექტის ინიციატორები, რომლებიც მათი უკეთესი ცხოვრების საწინდარი გახდება",- განაცხადა თემურ ხუბულურმა.