რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომავალ წელს უკანასკნელად იყრის კენჭს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ქალაქ სამსუნში სიტყვით გამოსვლისას მიანიშნა. მისი თქმით, დროა ადგილი ახალგაზრდებს დაუთმოს.
„იმედია, 2023 წელს ჩვენ დავიწყებთ თურქული საუკუნის მშენებლობას იმ ძალით, რომელსაც ჩვენი ხალხის მხარდაჭერით უკანასკნელად მივიღებთ ჩვენი სახელით... ჩვენ გადავცემთ ამ წმინდა დროშას ჩვენს ახალგაზრდებს“, - განაცხადა ერდოღანმა.
მედიის ცნობით, ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ ცდილობს დარჩეს თურქეთის სათავეში, რომელსაც 2003 წლიდან მართავს. ქვეყანაში არჩევნები 2023 წელს გაიმართება.