logo_geo
eng_logo
კახა კალაძე : ჩვენ ვგლოვობთ ამჯერად იტალიის მოსახლეობასთან ერთად
- +

27 აგვისტო. 2016. 13:51



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე იტალიაში გლოვის დღესთან დაკავშირებით  მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს იტალიელ ხალხს.


დღეს იტალიის რესპუბლიკაში გლოვობენ. საშინელმა მიწისძვრამ იმსხვერპლა რამდენიმე ქალაქი - არის ნგრევა, არის მსხვერპლი. სტიქიამ არ იცის გარჩევა დიდის და პატარის, ქალის და ბავშვის... არ ინდობს რასის და რელიგიის მიხედვით. ჩვენ უძლურები ვართ ბუნებრივი კატაკლიზმების წინაშე. ჩვენ ვგლოვობთ ამჯერად იტალიის მოსახლეობასთან ერთად! ვუსამძიმრებ ყველას, ვისი ახლობელი, ოჯახის წევრი, ნაცნობი თუ მეგობარი შეეწირა მიწისძვრას. ვუსამძიმრებთ იტალიას, ჩემს საყვარელ მშობლიურ სახლად ქცეულ ქვეყანას! ვუსამძიმრებ იტალიელ ხალხს, მთავრობას. ვიზიარებ ამ დიდ მწუხარებას...." - წერს კახა კალაძე საკუთარ facebook"-ის გვერდზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner