logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ვემუშავებით ერთ-ერთ ებრაულ კომპანიას, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთასის პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას ახალი IT ჰაბი
- +

12 დეკემბერი. 2022. 14:40

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთასის პარლამენტის შენობის ბაზაზე ახალი IT, ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

 

„მოგეხსენებათ, ქუთაისის პარლამენტის შენობა არის პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩენილი. ჩენი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იქ IT მიმართულების განვითარებას. ვემუშავებით ერთ-ერთ ებრაულ კომპანიას, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთასის პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას ახალი IT ჰაბი და არა მხოლოდ, ტექნოლოგიური ჰაბი. რომელიც მოიზიდავს, დაასაქმებს IT-ის სფეროში მომუშავე ახალგაზრდებს, ჩვენს ქართველ სტუდენტებს, ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს განვითარებაში და აქაც რამდენიმე ათეული მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. რა თქმა უნდა, აქვე მინდა აღვნიშნო ქუთაისის უნივერსიტეტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და რომელიც შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული პარტნიორი ამ პროექტში“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner