„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატების დღევანდელი შეხვედრების განრიგი:
1) „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამგორის მე-11 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი მოსიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ელექტორატს შეხვდება.
27 აგვისტოს, 17:00 საათზე გიორგი მოსიძე ვარკეთილი 3-ის დასახლების მცხოვრებლებს საკუთარ ხედვებს გააცნობს და მათ საჭიროებებს მოისმენს. შეხვედრა ვარკეთილი-3-ში, სუხიშვილის ქუჩის სკვერში, 1, 2 და 3 მიკრორაიონების გადაკვეთის ადგილას გაიმართება.
2)„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამგორის მე-12 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მარიამ ჯაშის ამომრჩევლებთან შეხვედრის გრაფიკი.
27 აგვისტო - 18:00 საათი; სამგორის N12 ოლქი; მისამართი: სამგორი, მე-3 მასივი, 6 კვარტალი, 1,2,3 კორპუსი (მიმდებარედ);
27 აგვისტო - 18:40 საათი; სამგორის N12 ოლქი; მისამართი: სამგორი, ბეტონკონსტრუქციის ქარხანა, ქინძმარაულის ქუჩა 48 (მიმდებარედ);
3) 27 აგვისტოს 19.00 სთ-ზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამგორის მე-13 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი შოთა ხაბარელი ელექტორატს შეხვდება ლილოს დასახლებაში, პოლიციის მიმდებარედ, ეკლესიასთან.
4) 27 აგვისტოს 18.00 საათზე გაიმართება მოსახლეობის შეხვედრა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ხუციშვილთან. შეხვედრა გაიმართება: ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონში, ჟღენტის ქუჩა 21ა-ში მდებარე შარტავას ბაღში.