logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობენ
- +

27 აგვისტო. 2016. 13:56



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატების დღევანდელი შეხვედრების განრიგი:



1) „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამგორის მე-11 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი მოსიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ელექტორატს შეხვდება.

27 აგვისტოს, 17:00 საათზე გიორგი მოსიძე ვარკეთილი 3-ის დასახლების მცხოვრებლებს საკუთარ ხედვებს გააცნობს და მათ საჭიროებებს მოისმენს. შეხვედრა ვარკეთილი-3-ში, სუხიშვილის ქუჩის სკვერში, 1, 2 და 3 მიკრორაიონების გადაკვეთის ადგილას გაიმართება.



2)„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამგორის მე-12 ოლქის მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატის მარიამ ჯაშის ამომრჩევლებთან შეხვედრის გრაფიკი.


 27 აგვისტო - 18:00 საათი; სამგორის N12 ოლქი; მისამართი: სამგორი, მე-3 მასივი, 6 კვარტალი, 1,2,3 კორპუსი (მიმდებარედ);


 27 აგვისტო - 18:40 საათი; სამგორის N12 ოლქი; მისამართი: სამგორი, ბეტონკონსტრუქციის ქარხანა, ქინძმარაულის ქუჩა 48 (მიმდებარედ);



3) 27 აგვისტოს 19.00 სთ-ზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"  სამგორის მე-13 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი შოთა ხაბარელი ელექტორატს შეხვდება ლილოს დასახლებაში, პოლიციის მიმდებარედ,  ეკლესიასთან.



4) 27 აგვისტოს 18.00 საათზე გაიმართება მოსახლეობის შეხვედრა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ხუციშვილთან. შეხვედრა გაიმართება: ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონში, ჟღენტის ქუჩა 21ა-ში მდებარე შარტავას ბაღში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner