logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: 23 წლამდე სტუდენტები, რომლებიც გადაწყვეტენ, სამხედრო წვრთნა გაიარონ სტუდენტობის პერიოდშივე, 4 წლის ვადაში შეეძლებათ პროგრამაში ჩართვა
- +

12 დეკემბერი. 2022. 15:53

 

 

„23 წლამდე სტუდენტები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ სამხედრო წვრთნა გაიარონ სტუდენტობის პერიოდშივე, 4 წლის ვადაში შეეძლებათ პროგრამაში ჩართვა, წელიწადში დაახლოებით 1-თვიანი ინტენსიური მომზადების პროგრამა ექნებათ სამხედრო ბაზებზე და იდენტურ, ძირითად სამხედრო მომზადების პროგრამას გაივლიან“, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრამის ამოქმედებიდან  4 წლის თავზე, წელიწადში დაახლოებით 10 000 ახალწვეულს მოამზადებს თავდაცვის სამინისტრო, პროგრამის სრულად ამოქმედების შემდეგ კი, 10 წელიწადში, მინიმუმ 100 000-კაციანი რეზერვი ეყოლება ქვეყანას.

 

„ვიფიქრეთ, რომ აუცილებელია რაღაც უფრო მოქნილი სისტემის შეთავაზება სტუდენტებისთვის. გარდა იმისა, რომ უწყებას არ ექნება საშუალება, რომ ყველა მსურველი თუ წვევამდელი მოამზადოს, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ საჭიროა უფრო მოქნილი სისტემის შეთავაზება სტუდენტებისთვის. შესაბამისად, სტუდენტები, 23 წლის ასაკამდე ვინც გადაწყვეტს, რომ სამხედრო წვრთნა გაიაროს სტუდენტობის პერიოდშივე, 4 წლის ვადაში მას შეეძლება, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოს. წელიწადში დაახლოებით ერთთვიანი ინტენსიური მომზადების პროგრამა იქნება სამხედრო ბაზებზე და გაივლიან იდენტურ, ძირითად სამხედრო მომზადების პროგრამას. ანუ, 4-წლიანი პროგრამა იქნება, წელიწადში 1 თვე მოუწევთ სამხედრო ბაზებზე ინტენსიური მომზადება და სტუდენტობის დასრულებისთანავე, 4 წლის შემდეგ, მათ სამხედრო სავალდებულო სამსახურს მოხდილად ჩავუთვლით და მიენიჭებათ რეზერვის რიგითი სამხედრო წოდება. მე მგონი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი შეთავაზებაა. ჯამში, მეგობრებო, 4 წლის თავზე, ჩვენ დაახლოებით 10 000 ახალწვეულს მოვამზადებთ წელიწადში. ყოველ წელს 10 000 ახალწვეულს მოვამზადებთ. აქედან ნახევარი იქნება სტუდენტები და ნახევარი იქნება ჩვეულებრივი ახალწვეულები, რომლებიც გაივლიან აი ამ ინტენსიურ პროგრამებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ერთი მხრივ, ეს მავნებლობა დავარეგულირეთ და მოვაგვარეთ, მეორე მხრივ, ეს იქნება ძალიან ეფექტური პროგრამა და გაზრდის ჯარის პოპულარობას, ჩვენს ახალგაზრდებში ავამაღლებთ პატრიოტულ, სამხედრო სულისკვეთებას, მიეჩვევიან სხვა უნარ-ჩვევებს, დისციპლინას, სამხედრო დისციპლინას და მე ვფიქრობ, ძალიან წარმატებული რეფორმა გამოგვივა.  რაც მთავარია, შეიძლება ასე ითქვას, 10 წელიწადში, მას შემდეგ, რაც სრულად ამოქმედდება ეს პროგრამა, უფრო მანამდეც შეიძლება ეს, მინიმუმ 100 000 კაციანი რეზერვი ეყოლება ქვეყანას. სამხედრო, საბრძოლო მომზადების მქონე ახალგაზრდა ჩვენი მოქალაქე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner