კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ჟურნალისტ გლენ გრინვალდის იუთუბ-ვიდეოს ეხმაურება, რომლის თანახმად გრინვალდი ამბობს, რომ ზელენსკის ქმედებები სასოწარკვეთილი ტირანიის ნიშნებია და არა დემოკრატიის.
ხაინდრავა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს კითხვით მიმართავს - ეს არის რუსული პროპაგანდა კრემლის ნარატივი თუ აშშ-ის დემოკრატიის უკუსვლა?
„ვუერთდები რა ქართული საზოგადოების ღრმა შეშფოთებას ტაკერ კარლსონის გადაცემაში გაჟღერებული მოსაზრებების გამო, მივმართავ აშშ-ის ელჩს ქ-ნ კ. დეგნანს. ეს არის - რუსული პროპაგანდა კრემლის ნარატივი თუ აშშ-ის დემოკრატიის უკუსვლა? იქნებ დაგვამშვიდოთ“, - წერს გოგა ხაინდრავა „ტვიტერზე“.
https://www.youtube.com/watch?v=-CcQGiW3Aec