logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: სააკაშვილის წერილები ციხიდან
- +

12 დეკემბერი. 2022. 16:42

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

სააკაშვილის წერილები ციხიდან.

 

▪მარცხნიდან პირველ წერილში წერს, ცუდად ვარ, მაგრამ დასწრება მინდაო. ხალხის ემოციებზე თამაშია. ნახეთ, ძლივს წერს, მაგრამ პროცესზე დასრება სურსო. ყველა წერილი ერთნაირად ცუდადაა ნაწერი. სასამართლოს მისამართით რომ დაეწერა, მაშინ არ დაწერდა ცუდად ვარო, დაწერდა ფიზიკურად შემიძლია დასწრებაო. მოსამართლე ავადმყოფს ხომ არ დაასწრებდა პროცესზე?!

 

▪მეორე წერილს პოროშენკოს წერს, უკრაინის ციხიდან, შემეშალა, გამომიშვი, აღარ ვარ საშიშიო. კამერიდან წერს, არ მაქვს აგრესიული მიზნები, მზად ვარ ნებისმიერ დროს შევხვდე უფლებამოსილ წარმომადგენელს და ყველაფერზე მოვილაპარაკოთო. ნებისმიერ დროსო, ისე დაწერა, თითქოს ცოტა დრო ჰქონდა, მაგრამ დაავალდებულა. ჩვენს ხელისუფლებას არ ეუბნება, კი ჩამოვედი თქვენს დასამხობად, მაგრამ აღარ მაქვს აგრესიული მიზმებიო. არც ხალხს უხდის ბოდიშს.

 

▪მესამე წერილი ერთი წლის წინ, დაჭერიდან 4 დღეში მისწერა ჟურნალისტ გარდონს: ჩემს ჯანმრთელობაზე მუდმივი საუბარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიაო. იმედი მაქვს, ოდესმე, როგორც წესია ისე გადაგიხდი მადლობასო. დაკავებიდან მე-4 დღეს რატომ იყო მნოშვნელოვანი მის ჯანმრთელობაზე საუბარი? წერილი გარდონის საიტზე 2021 წლის 5 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ანუ, 1 ოქტომბერს დაიჭირეს და 5 ოქტომბერს უკვე ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა?

 

"Должным образом отблагодарить" სიტყვიერ მადლობას ნიშნავს, თუ მატერიალურს, არ ვიცი, მაგრამ ჯანმრთელობაზე საუბარი დაკავების დღიდან რომ დაავალა ყველას, ფაქტია. მას შემდეგ ყოველ დღე საათებს და წუთებს ითვლიან“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner