„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სახელმწიფოსთან საარბიტრაჟო დავას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მევახშეობა და მომხვეჭელობა როგორც სულიერი მდგომარეობა - ბაზრის კინტოს სიცბიერე - ეს არის მამუკა ხაზარაძის მოკლე დახასიათება!
ვითომ ფული აკლდეთ - 3 მილიარდ ლარს (ჩვენს ფულს) ითხოვენ ბიუჯეტიდან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე!
თუ საარბიტრაჟო სასამართლომ მათ ეს მილიარდები მიაკუთვნა, გამოდის, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს ჩვენ (საქართველოს მოქალაქეებმა) უნდა გადავუხადოთ ეს თანხა, ჩვენი გაჭირვების ხარჯზე გავამდიდრებთ ამ ავაზაკებს!
დიახ, ეს მილიარდები მოაკლდება ჯანდაცვას, თავდაცვას, ინფრასტრუქტურას, სოციალურად დაუცველებს და წავა მილიონერი ხაზარაძე-ჯაფარიძის ჯიბეში, მათი გაზულუქებული ოჯახების კიდევ უფრო გამდიდრებაში, მათ ფუფუნებაში!
ეს უნამუსობაც არაა, ეს არაკაცობაც არაა - ესაა ჩვეულებრივი ქორვაჭარი-მევახშე-სამშობლოს მოღალატეების საქციელი!
მთელი ცხოვრება ბიუჯეტის ქურდობა-ბანდიტობაში, ანაბრების მითვისებაში აქვთ გატარებული ხაზარაძე-ჯაფარიძეს - კვლავ არ ისვენებენ, უფრო მეტი სურთ წაგლიჯონ ბიუჯეტს, სახელმწიფოს, საქართველოს ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას!
ყოველივეს ერთი მარტივი სახელი აქვს - ღორობა!
ვფიქრობ, დადგა დრო, რომ დამოუკიდებელმა საგამომძიებლო კომისიამ გამოიძიოს 90-იან წლებში გამდიდრებული კოლექტიური ხაზარაძეების გამდიდრების გზა და დაუმტკიცოს მათ ის უდიდესი დანაშაული, ქურდობა, მევახშეობა, რაც ჩაიდინეს მათ!
საქართველოს მოქალაქეების მძარცველ „შევარდნაძე-სააკაშვილის“ მილიონერებს უნდა ჩამოერთვას უკანონოდ დაგროვებული ქონება!️
P.S. თავის დროზე კაცად წოდებულ კაცუნა, „კამსამოლა“ ხაზარაძეს დიდი მერაბ კოსტავასთვის ხელის მოქნევა რომ ვაპატიეთ - ესაა დანაშაული!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.