logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სარჩელის შეცვლა შეიცავს კანონიდან მძიმე გადაცდომის ნიშნებს
- +

27 აგვისტო. 2016. 14:58



„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე და იმ მოსამართლეებზე საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, პოლიტიკურ კონიუნქტურას ექვემდებარებიან.



ირაკლი კობახიძის თქმით,  „რუსთავი 2"-ისა და ე.წ. კაბელების საქმეზე სარჩელის შინაარსის არსებითი შეცვლა დანაშაულის ნიშნებს ატარებს და აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული შესაბამისი უწყებების მიერ.



შეიცვალა სარჩელი, რომელიც უკავშირდება რუსთავი 2"-ის საქმესა და კაბელების საქმეს" და ამ სარჩელის შეცვლა შეიცავ კანონიდან მძიმე გადაცდომის ნიშნებს. კანონით პირადაპირ არის აკრძალული სარჩელის შინაარსის არსებითი შეცვლა. ამ შემთხვევაში პირდაპირ დაირღვა კანონი და სწორედ არსებითა შეიცვალა სარჩელის შინაარსი და მიეწოდათ მოსამართლეებს. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია კონკრეტული სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბება. ამ გადაცდომას მოჰყვა სხვა, კიდევ ერთი მძიმე გადაცდომა", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ „პრაიმტაიმნიუსის" პრესკლუბში.



ირაკლი კობახიძე სარჩელების შეცვლის თაობაზე დასკვნის მომზადებისთვის ჩანიშნული სხდომის გადადებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" შეეცდება განახორციელოს გარკვეული ტიპის ზეწოლა მოსამართლეებზე.



23 აგვისტოს კონკრეტულ ჯგუფს დაევალა დასკვნის მომზადება სარჩელის შეცვლის შესახებ. ეს დასკვნა მომზადდა, მომზადდა ალტერნატიული დასკვნა. 23-ში ჩაინიშნა პლენუმის საორგანიზაციო სხდომა, სადაც უნდა განხილულიყო სწორედ ეს დასკვნები. 9-ვე მოსამართლე იყო დაბარებული, 9-ვე შეიკრიბა ბათუმში და გაურკვეველი მიზეზით, ეს მიზეზი არ აუხსნია არავის  სხდომა გადაიდო. არანაირი საფუძველი სხდომის გადადების არ არსებობდა და ასეთ პირობებში სასამართლოს თავმჯდომარემ, რომელიც სხვა მოსამართლეებთან ერთად დაქვემდებარებულია პოლიტიკურ კონიუნქტურას, გადადო სხდომა.

ჩნდება კონკრეტული ეჭვი, რომ პაპუაშვილი დარწმუნდა, რომ მას არ ჰქონდა უმრავლესობა სასამართლოში, რაც არ აძლევდა საშუალებას მას,  პლენუმის მიერ მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება დაფიქსირებულიყო და სწორედ ამის გამო მოხდა სხდომის ჩაშლა, გაურკვეველი, გაუცხადებელი მიზეზით. ჩნდება ეჭვი იმისა, რომ,,ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელსაც აქვს გავლენა კონკრეტულ მოსამართლეებზე, მისი გავლენის ქვეშმყოფი მედიასაშულებებით, განახორციელოს გარკვეული ტიპის ზეწოლა მოსამართლეებზე და შეძლოს რაიმე ფორმი მათთან სასურველი დასკვნის მხარდაჭერა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner