logo_geo
eng_logo
ზელენსკი: პუტინი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, რადგან სიკვდილის ეშინია
- +

13 დეკემბერი. 2022. 00:40

უკრაინის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ვლადიმირ პუტინი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, რადგან სიკვდილის ეშინია. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ Netflix-ის სპეციალურ გამოშვებაში „ჩემი შემდეგი სტუმარი არ საჭიროებს წარდგენას“ დევიდ ლეტერმანთან განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე - არსებობს თუ არა პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი - უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა:

მას [პუტინს] ძალიან უყვარს სიცოცხლე, გრძელ მაგიდასთან ზის, რადგან ეშინია კოვიდის. მას ეშინია სიკვდილის, მას უყვარს სიცოცხლე.

ამიტომ, დარწმუნებული არ ვარ, რომ ის მზად არის, გამოიყენოს ბირთვული იარაღი. მას ესმის, თუ ის მიმართავს [ბირთვულ იარაღს], მაშინ შემდეგი ნაბიჯები ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან პირადად მას შეეხება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner