ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალი უკიდურეს შეშფოთებას იწვევს.
„ბრნალდებები უკიდურესად შემაშფოთებელია. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებებია. ეს ეხება ადამიანების ნდობას ჩვენი ინსტიტუტებისადმი. ეს დობა ჩვენი ინსტიტუტებისადმი საჭიროებს დამოუკიდებლობის უმაღლეს სტანდარტს“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.
გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.