სააგენტო „ინტერფაქსის" ცნობით, სომხეთში ორი რუსი მესაზღვრე დაიღუპა. ავტომობილი, რომელშიც სამხედროები იმყოფებოდნენ, ხრამში გადავარდა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერთი სამხედრო ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - საავადმყოფოში.
მომხდართან დაკავშირებით სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.