logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე სააკაშვილზე: ასწავლეს, რომ თუ ბევრ ელექტროსიგარეტს მოწევ, მადას დაგაკარგვინებს, დასუსტდები და მერე მოსყიდულ ევროპარლამენტარ, ლობისტებად წოდებულ გაიძვერა აფერისტებს მეტი სალაპარაკო ექნებათ
- +

13 დეკემბერი. 2022. 12:06

 

 

„ეტყობა, ამ თაღლით-გაიძვერას, მისნაირებმა ასწავლეს, რომ თუ ბევრ ელექტროსიგარეტს მოწევ, ჭამის მადას დაგაკარგვინებს, დასუსტდები და მერე შენი ნაძარცვით მოსყიდულ ევროპარლამენტარ, ლობისტებად წოდებულ შენნაირ გაიძვერა აფერისტებს მეტი სალაპარაკო ექნებათ! შენს ვითომდაც ცრუ ავადმყოფობაზე და უმადობაზეო“, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე მიხეილ სააკაშვილზე.

 

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი ბევრ ელექტროსიგარეტს ეწეოდა, რომ დასუსტებულიყო და ყველა დაებოლებინა. ბოლოს ყველაფრისმკადრებელს შეუზღუდეს მოწევა.

 

„ეტყობა, ამ თაღლით-გაიძვერას, მისნაირებმა ასწავლეს, რომ თუ ბევრ ელექტროსიგარეტს მოწევ, ჭამის მადას დაგაკარგვინებს, დასუსტდები და მერე შენი ნაძარცვით მოსყიდულ ევროპარლამენტარ, ლობისტებად წოდებულ შენნაირ გაიძვერა აფერისტებს მეტი სალაპარაკო ექნებათ! შენს ვითომდაც ცრუ ავადმყოფობაზე და უმადობაზეო! ჰოდა, შეჰქონდათ და შეჰქონდათ ელსიგარები. ეს სუპერაფერისტიც, მეტი რა საქმე ჰქონდა, თავისუფლების მოლოდინში უქიშინებდა და უქიშინებდა ტყიბულის პარაოზივით! როგორც თვითმხილველები ამბობენ - სხეულის ყოველი ღია ნაწილიდან უშვებდა კვამლს და ცდილობდა, ყველა დაებოლებინა! ბოლოს შეუზღუდეს ამ ყველაფრისმკადრებელს, შეუზღუდეს მოწევა! ისმის კითხვა: კი მაგრამ, ჩვენისთანა უბრალო ხალხის მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე, სანამდე უნდა იყოს ეგ გაფუჭებული, ხუთვარსკვლავიან კლინიკაში მხარ-თეძოზე წამოპლაკული. ელექტროსიგარეტით პირში გაწყობილი, აკვამლიანებდეს შენობას და აბოლებდეს ჯერ კიდევ არსებულ მის მხარდამჭერ ბრიყვებს? წაათრიეთ ციხეში ეგ სიმულინტი და იქ მოაწევინეთ, რამდენიც უნდა, იმდენი ჭუტასეული „პრიმა“, „ასტრა“ და უფილტრო „პირველი“, - წერს გვენეტაძე ფეისბუqზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner