logo_geo
eng_logo
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ვიდეო გაავრცელა, სადაც მოზარდები ქურთ ტყვეებს სიკვდილით სჯიან
- +

27 აგვისტო. 2016. 15:24



როგორც BBC იუწყება, ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" ახალი ვიდეო გაავრცელა, სადაც ხუთი მოზარდი ტყვედ აყვანილ ქურთებს სიკვდილით სჯის.


BBC-ის ცნობით, მოზარდების ასაკი 13 წლამდეა, ერთ-ერთი მათგანი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.


ვიდეორგოლში ბავშვებს სამხედრო ფორმა აცვიათ, ერთ-ერთი მათგანი მიმართავს ქურთებს და აცხადებს, რომ მათ სისხლისღვრა ელოდებათ წინ.


როგორც BBC აღნიშნავს, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" საკუთარ ვიდეორგოლებში არასრულწლოვნებს ხშირად იყენებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner