როგორც BBC იუწყება, ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" ახალი ვიდეო გაავრცელა, სადაც ხუთი მოზარდი ტყვედ აყვანილ ქურთებს სიკვდილით სჯის.
BBC-ის ცნობით, მოზარდების ასაკი 13 წლამდეა, ერთ-ერთი მათგანი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.
ვიდეორგოლში ბავშვებს სამხედრო ფორმა აცვიათ, ერთ-ერთი მათგანი მიმართავს ქურთებს და აცხადებს, რომ მათ სისხლისღვრა ელოდებათ წინ.
როგორც BBC აღნიშნავს, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" საკუთარ ვიდეორგოლებში არასრულწლოვნებს ხშირად იყენებს.