logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: არცერთი ნორმალური ადამიანი საავადმყოფოს ტერიტორიაზე სიგარეტს არ მოწევს, ეს შინაგანი აკრძალვა „გუგულის კანონამდეც“ არსებობდა და ამ წესს თავკერძა ტიპების გარდა, ყველა ემორჩილებოდა
- +

13 დეკემბერი. 2022. 12:24

 

 

ექსპერტი გია გაბრიჭიძე მიხეილ სააკაშვილისთვის ელექტროსიგარეტის შეზღუდვის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ არცერთი ნორმალური ადამიანი საავადმყოფოს ტერიტორიაზე (შენობაში კი არა - ტერიტორიაზე) სიგარეტს არ მოწევს.

 

„ნამდვილად არ ვაპირებ, რაიმე დავწერო სიგარეტის მავნებლობაზე და არა აქვს მნიშვნელობა, ჩვეულებრივი სიგარეტი იქნება, „მახორკა“, ფრანგულ კონიაკში ოდნავ დასველებული სიგარა თუ ელექტროსიგარეტი. არ ვაპირებ, თუნდაც იმიტომ, რომ ყველამ იცის. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ არცერთი ნორმალური ადამიანი საავადმყოფოს ტერიტორიაზე (შენობაში კი არა - ტერიტორიაზე) სიგარეტს არ მოწევს. ეს შინაგანი აკრძალვა „გუგულის კანონამდეც“ არსებობდა და ამ წესს, სავარაუდოდ, თავკერძა ტიპების გარდა ყველა ემორჩილებოდა“, - წერს გია გაბრიჭიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner