logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა. მინდა საქართველოს პარლამენტის სახელით მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს
- +

13 დეკემბერი. 2022. 12:54

 

 

პარლამენტმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

 

„ბოლო დღეებში უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა, კიდევ ექვსმა ოჯახმა დაკარგა შვილი, მეუღლე, ძმა, მამა, მინდა საქართველოს პარლამენტის სახელით მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, მეგობრებს, მთლიანად საქართველოს და გთხოვოთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულების ხსოვნას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ  სხდომაზე.

 

დეპუტატებმა უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner