logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: საქართველოს საგარეო ვაჭრობა აგრძელებს საკმაოდ სწრაფ, ორნიშნა ზრდას
- +

13 დეკემბერი. 2022. 13:04

 

 

„საქართველოს საგარეო ვაჭრობა, ემყარება რა ეკონომიკის დინამიკურ განვითარებას, აგრძელებს საკმაოდ სწრაფ, ორნიშნა ზრდას.  2022 წლის ნოემბერში საქართველოს ექსპორტმა 491.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.1 პროცენტით აღემატება ერთი თვის წინანდელ მაჩვენებელს და 8.0 პროცენტით - მიმდინარე წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქართველოს საგარეო ვაჭრობის სფეროში ორნიშნა ზრდას.

 

ექსპერტი იმ ტენდეციებზე საუბრობს, რომლებიც საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში ბოლო პერიოდში გამოიკვეთა:

 

„ამასთან, ეროვნული ვალუტის გამყარებამ (2022 წლის ნოემბერში წინა წლის ნოემბერთან შედარებით ლარი აშშ დოლართან შედარებით გამყარდა 13 პუნქტით), ეკონომიკის ზრდისთვის საჭირო რესურსებზე მზარდმა მოთხოვნილებამ და უცხოურ ვალუტაში დენომინირებულმა მოსახლეობის შემოსავლების საგრძნობმა ზრდამ (ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2022 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 145 აშშ დოლარით გაიზარდა და 610 აშშ დოლარს გადააჭარბა) გამოიწვია იმპორტის წახალისება, რის გამოც ნოემბერში იმპორტის მოცულობა წინა წლის ნოემბერთან შედარებით გაიზარდა 20.8 პროცენტით და 1248.8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

 

ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელმა 2022 წლის ნოემბერში შეადგინა 39.3 პროცენტი (მთლიანად იანვარ-ნოემბერში - 42.0 პროცენტი).

 

ბოლო პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

 

ა) საექსპორტო საქონლის ნომენკლატურის საგრძნობი ზრდა;

 

ბ) ქვეყნების მიხედვით საექსპორტო გეოგრაფიის გაფართოება;

 

გ) საქართველოს სატრანზიტო-საკომუნიკაციო ფუნქციის გაძლიერება და, აქედან გამომდინარე, რეექსპორტის მოცულობის მნიშვნელოვანი მატება“, - ამბობს იოსებ არჩვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner