პლენარულ სხდომაზე ინტენსიური სამხედრო მომზადების პროგრამის საკითხს გამოეხმაურა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, 23 წლამდე სტუდენტებმა 4 წლის ვადაში, წელიწადში ერთთვიანი მომზადების პროგრამა გაიარონ და სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვალოთ, ქვეყნის სამხედრო ძლიერებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
„დარწმუნებული ვარ, იმ შედეგებზე გავალთ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა. სულ ცოტა ხანში გვეყოლება 100 000 მომზადებული პატრიოტი ახალგაზრდა. ეს არის საშვილიშვილო საქმე და კიდევ ერთხელ, ქართული ოცნების ხედვა და მიდგომა საკუთარი სამშობლოს სამხედრო ძლიერებისა და თავისუფლების მიმართ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.