logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: დარწმუნებული ვარ, იმ შედეგებზე გავალთ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა და ცოტა ხანში გვეყოლება 100 000 მომზადებული პატრიოტი ახალგაზრდა
- +

13 დეკემბერი. 2022. 13:59

 

 

პლენარულ სხდომაზე ინტენსიური სამხედრო მომზადების პროგრამის საკითხს გამოეხმაურა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

 

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, 23 წლამდე სტუდენტებმა 4 წლის ვადაში, წელიწადში ერთთვიანი მომზადების პროგრამა გაიარონ და სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვალოთ, ქვეყნის სამხედრო ძლიერებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

 

„დარწმუნებული ვარ, იმ შედეგებზე გავალთ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა. სულ ცოტა ხანში გვეყოლება 100 000 მომზადებული პატრიოტი ახალგაზრდა. ეს არის საშვილიშვილო საქმე და კიდევ ერთხელ, ქართული ოცნების ხედვა და მიდგომა საკუთარი სამშობლოს სამხედრო ძლიერებისა და თავისუფლების მიმართ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner