logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: სააკაშვილს შეუზღუდეს ელექტროსიგარეტის მოხმარება, რომელსაც ჭარბად მოიხმარდა და როგორც ირკვევა, სხვა ხრიკებთან ერთად ამითაც აღწევდა წონაში მკვეთრ კლებას
- +

13 დეკემბერი. 2022. 15:44

 

 

„გუშინ ვიხილეთ სააკაშვილის თემაზე ევროპარლამენტში დადგმული მორიგი მდარე სპექტაკლი, იმავე რეჟისურით, იმავე დრამატურგიითა და იმავე მსახიობებით. ტყუპისცალივით ჰგავდა წინა სპექტაკლებს, რომელთა დასკვნითი აქტი სააკაშვილის „მოწამეობრივი“ სიკვდილი უნდა ყოფილიყო. თუმცა, სააკაშვილი ცოცხალია და პატიმრობის პერიოდში სიმულაციების გროსმაისტერი გახდა“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუზღუდეს ელექტროსიგარეტის მოხმარება, რომელსაც ჭარბად მოიხმარდა და როგორც ირკვევა, სხვა ხრიკებთან ერთად ამითაც აღწევდა წონაში მკვეთრ კლებას.

 

„გუშინ ვიხილეთ სააკაშვილის თემაზე ევროპარლამენტში დადგმული მორიგი მდარე სპექტაკლი, იმავე რეჟისურით, იმავე დრამატურგიითა და იმავე მსახიობებით. ტყუპისცალივით ჰგავდა წინა სპექტაკლებს, რომელთა დასკვნითი აქტი სააკაშვილის „მოწამეობრივი“ სიკვდილი უნდა ყოფილიყო. თუმცა, სააკაშვილი ცოცხალია და პატიმრობის პერიოდში სიმულაციების გროსმაისტერი გახდა. რა თქმა უნდა, ეს შესანიშნავად იციან მისმა ადვოკატებმაც, ექიმებმაც და მომხრეებმაც აქ თუ გარეთ, მაგრამ მაინც აწვებიან „პირველ ჩვენებას“. ახლახან სააკაშვილს, მისი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუზღუდეს ელექტრო სიგარეტის მოხმარება, რომელსაც ის უზომოდ ჭარბად მოიხმარდა და როგორც ირკვევა, სხვა ხრიკებთან ერთად ამითაც აღწევდა წონაში მკვეთრ კლებას. როგორ მოქმედებს ელექტროსიგარეტი წონაზე? აშშ-ის ცნობილი იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტების დროს გამოავლინეს გარკვეული რეცეპტორები ადამიანის ორგანიზმში, რომლებიც გავლენას ახდენენ მწეველებში მადის შემცირებაზე. მაგრამ თუ ისინი ნიკოტინით სტიმულირდებიან ელექტრონული სიგარეტის საშუალებით, ისინი არ გამოიწვევენ მასზე რაიმე დამოკიდებულებას, თუმცა ხელს შეუწყობენ წონის საიმედო და გარანტირებულ კლებას. ასე რომ, შუბი ხალთაში დიდხანს არ დაიმალება და „არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს“, - წერს ანჯაფარიძე ფეისბუქზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner