საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე იმედს გამოთქვამს, რომ მაქსიმუმ ოთხ თვეში საქართველოს მოქალქეებისთვის შენგენის საზღვრები გაიხსნება.
მისი თქმით, ევროკომისარი დიმიტროს ავრაპულოსი დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე გააკეთებს განცხადებას, რომ ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს დღის წერიგში შევიდეს საკითხი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ.
„ეს იქნება ევროპული მარათონის ლოგიკური დასასრული", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.