logo_geo
eng_logo
პარიზში გამართული კონფერენციის ფარგლებში, ზამთარში უკრაინის დასახმარებლად მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მობილიზება მოხერხდა
- +

14 დეკემბერი. 2022. 01:49

პარიზში გამართული კონფერენციის ფარგლებში, ზამთარში უკრაინის დასახმარებლად მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მობილიზება მოხერხდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ განაცხადა, რომ 46 ქვეყნისა და 24 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაპირებული თანხები უკრაინის ენერგეტიკული ქსელის, კვების სექტორის, წყალმომარაგების, ჯანდაცვისა და ტრანსპორტის აღდგენაზე იქნება გამოყენებული.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინისთვის ზამთარში დასახმარებლად დამატებით 50 მილიონ ევროს გამოყოფს.

პუტინს სურს, უკრაინელები გატეხოს თავისი სასტიკი ტაქტიკით, რომელიც მათ სიცივეში ჩაძირვას ითვალისწინებს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner