logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლებმა 1.5 მილიონი ევრო ამოიღეს
- +

13 დეკემბერი. 2022. 20:12

ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლებმა 1.5 მილიონი ევრო ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური გამოცემა Le Soir-ი ავრცელებს.

როგორც ბელგიური მედია იუწყება, აღნიშნული თანხები ევროპარლამენტის წევრების, ანტონიო პანცერისა და ევა კაილის ბინების ჩხრეკისას ამოიღეს.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner