logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: სააკაშვილის ,,ადუკანტი'' შალვა ხაჭაპურიძე ისეთ მძაფრ სიუჟეტებს აცხობს, მიმიქარავს აკატა კრისტი
- +

13 დეკემბერი. 2022. 20:29

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 
"მიმიქარავს აკატა კრისტი!
მიხეილ სააკაშვილის ,,ადუკანტი'' შალვა ხაჭაპურიძე ისეთ მძაფრ სიუჟეტებს აცხობს, მიმიქარავს აკატა კრისტი:
,,სააკაშვილი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იყო და გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ გონზე მომეყვანა. მძიმედ საუბრობდა, შესვენებებით, საუბარი უჭირდა, ერთი-ორჯერ გაითიშა კიდეც, გონების კარგვის მომენტი იყო. საუბრის დროს გაითიშა, 3-4-ჯერ იყო ასეთი მომენტი. რომ შევედი, იწვა და ვხედავდი, რომ ვეღარ მესაუბრებოდა. ერთხელ ჰქონდა ასეთი მდგომარეობა, ოღონდ ამდენი ეპიზოდი არ ყოფილა. საქმის მასალებში მას აქვს 4-ჯერ გონების კარგვის ეპიზოდი, რომელიც 20 წუთს გაგრძელდა. გონების კარგვის ერთ-ერთი ეპიზოდის მერე მოხდა მისი გადმოყვანა ,,ვივამედში". სურვილი აქვს, რომ ხვალინდელ პროცესზე ჩაერთოს. თქვა, თუ შეძლო, შეეცდება, რაღაც თქვას. თუ იმ მდგომარეობაში იქნება, როგორც დღეს, რაიმეს თქმა გაუჭირდება, მაგრამ ჩართვით ჩაერთვება''.
თქვენი არ ვიცი და... მე თმა ყალყზე დამიდგა!
თურმე პაციენტს რამდენიმე დღე ელექტროსიგარეტი აკრძალული ჰქონია. სიმართლე გითხრათ, ესეც არაადამიანური მოპყრობის ნიმუშია, ისედაც ნიკოტინის გარეშე ელექტროსიგარეტს ეწეოდაო, - განაგრძობს ,,ადუკანტი''. მისი საუბრიდან აშკარად ჩანს, რომ ცოტა წაუდებილებს, მაგრამ არაუშავს, თავიდან ქალბატონ აკატასაც უჭირდა წერა და არც გადმოცემის უნარი ჰქონდა, დროთა განმავლობაში დაიხვეწა.
მერე რა, რომ ბატონი შალიკო ბევრ რამეში ვერ ერკვევა (ელექტროსიგარეტს ნიკოტინის გარეშე ეწეოდა, ეს არაადამიანური მოპყრობის ნიმუშიაო), დაპირებულ ჰონორარს რომ მიიღებს, მერე გაერკვევა... მთავარია, ზღაპრების მოყოლა ეხერხება. მიიღებს კი დაპირებულ ჰონორარს? ეგეც საკითხავია!
მოკლედ, სააკაშვილს წინა სერიებში ჯერ სუნი ასდიოდა, ყარდა, კანი სძვრებოდა, ერთი-ორჯერ მოკვდა... ახლა ითიშება და თვითონ ასულიერებს, ხან შეთხელებულ ლოყებში ურტყამს, ხან კიდევ შუბლზე ცივ ტილოებს ადებს. ძაან მძაფრი სიტუაციაა. არ დაგავიწყდეთ, პალატაში ბნელა, საწოლის ქვეშ ბადრაგები იმალებიან და ჭერზე კიდევ ჭინკები დახტიან. ექიმები და ექთნები იქ არ არიან, ყველა პაციენტი თითქმის შალიკოს იმედზეა!
როგორც ჩანს, სააკაშვილის ადვოკატები ხვალისთვის რაღაც მზაკვრობას ამზადებენ... უფრო სწორად, სიატუაციის დამძიმება უნდათ, რათა მოსამართლეს გული აუჩუყონ და როგორმე გადავადება გამოსტაცონ.
თუ ხაჭაპურიძემ და გელბახიანმა თემურ ალასანიას დასახული გეგმა ვერ შეასრულეს, ფულს კი არა, სამი თითის კომბინაციას მიიღებენ. ამიტომ, სხვა გზა არ აქვთ, რამე უნდა იღონონ და ყველაფერი უნდა იკისრონ!
იკისრებენ, რა, ჭკუა დაუშლით, გონება თუ სინდისი?!"- წერს გელა ზედელაშვილი.
right_banner right_banner
არქივი
right_banner