logo_geo
eng_logo
Yandex-მა საქართველოს რუკა მხოლოდ საქართველოს ინტერნეტმომხმარებლისთვის შეცვალა
- +

27 აგვისტო. 2016. 15:54



რუსულმა კომპანია „იანდექსმა", რომლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესულ მომხმარებელს საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე ხვდებოდა, 26 აგვისტოდან სოხუმისა და ცხინვალის ნაწილებით ხვდება. თუმცა ცვლილებას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიიდან შესული მომხმარებელი დაინახავს. სხვა დანარჩენ ქვეყნებში, ასევე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკებში, რუკა უცვლელია.


საქმე ის არის, რომ „იანდექსის" ტაქსების სერვისის თბილისში ჩამოყალიბებამ საზოგადოებაში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. გარდა იმისა, რომ „იანდექსი" რუსული კომპანიაა, მოქალაქეების შეშფოთებას სწორედ რუკის საკითხი იწვევდა.



კომპანია „იანდექს ტაქსის" რეგიონალურმა მენეჯერმა თენგიზ ველიანმა „ნეტგაზეთს"25 აგვისტოს განუცხადა, რომ რუკის საკითხი უკვე განიხილება და საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული ონლაინ-რუკა მალევე სრულად - სოხუმითა და ცხინვალით გამოჩნდება.

 

 

 

 

 

„იანდექსის" რუკა გუშინ, 25 აგვისტოს

 

 

 



 







 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner