logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: შეგნებულად ხდება ცენტრ „ემპათიის“დასკვნიდან ცალკეული მომენტების გამოქვეყნება და საბოლოო ჯამში სურათის იმგვარად წარმოდგენა, თითქოსდა სახელმწიფო არის მწამებელი
- +

13 დეკემბერი. 2022. 21:33

"ბოლო დროს აქტიურად ვაკვირდებით სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, რომელიც საკმაოდ ფართო მასშტაბებს იღებს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი ხალხი და სახელმწიფო მაქსიმალურად იყოს დაცული დეზინფორმაციისგან და იმ მანიპულაციური მცდელობისგან, რომელიც ყველა ერთად ვაკვირდებით," - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე საუბრისას.

რაც შეეხება გავრცელებულ ფოტოს, ჩვენ მოვისმინეთ ადვოკატისგან, რომ ცენტრ ემპათიის მიერ მომზადებული დასკვნა უნდა ყოფილიყო კონფიდენციალური. ეს ცენტი ატარებდა ექსპერტიზას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად და ამ მიზნით ჩვენ მივეცით საშუალება, რომ ჩამოსულიყვნენ უცხოელი ექსპერტებიც, რომლებიც ჩაუტარებდნენ შესაბამის კვლევებს და დადებდნენ დასკვნას. სწორედ ამ პერიოდშია გადაღებული ეს ფოტო, ეს არის ექსპერტის მიერ გადაღებული ფოტო, რომელიც ჩვენგან სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო გამოქვეყნდა. ასევე, ჩვენ ვიხილეთ საუბარი, რომ ვითომდა სასწაულებრივი გზებით იქნა მოპოვებული სანდო წყაროსგან და ასევე, შემდგომში გავრცელდა საუბარი ექსპერტთან, სადაც მსჯავრდადებული სააკაშვილი საუბრობდა, რომ თითქოს იგი აწამეს. ჩვენ ვაკვირდებით პროცესს - შეგნებულად ხდება დასკვნიდან ცალკეული მომენტების ამოღება და გამოქვეყნება და საბოლოო ჯამში სურათის იმგვარად წარმოდგენა, თითქოსდა სახელმწიფო არის მწამებელი და ცდილობენ, რომ სახელმწიფოსგან მტრის ხატი ჩამოყალიბდეს. ბუნებრივია ამ ყვეკაფერს ჩვენ არ დავუშვებთ“, - განაცხადა ბრეგაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner